დღე 8
32 საათია რაც Intel-ის სასწავლო კურს გავდივართ.დღევანდელი დღეც საინტერესო და აქტიურ ფაზაში მდინარეობდა.მოცემულ მოდულში განვიხილეთ როგორ შეგვექმნა სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, ამავე მოდულის ფარგლებში შევქმენით ვებრესურსები, რომელიც ჩემთვის აქამდე უცნობი იყო.( ეს პროექტი მართლაც გზამკვლევი იქნება არამარტო მოსწავლისთვის არამედ ჩემთვისაც) ასევე დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.შევიმუშავეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები. მოსწავლის მიერ კომპიუტერის გამოყენების მართვა.
ჩემთვის ნათელი გახდა თუ როგორ გამოვიყენო უფრო ეფექტურად ისტ-ი, ასევე მცირე ხნით მოვირგე კვლავ ,,მოსწავლის" როლი და შევქმენით პრეზენტაციები.
ვფიქრობ Intel-ის პროექტი დამეხმარება მოსწავლეებში ავამაღლო სწავლის მოტივაცია., პროექტებით სწავლება მოსწავლეებს დაეხმარება პრობლემის იდეის ჩამოყალიბებაში და მის ეტაპობრივ განხორციელებაში, რაც შესძენს მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ყოველდღიურობასთან გამკლავებას..ვფიქრობ, რომ სწავლების სტრატეგიები მოსწავლეთა თვალსაწიერს კიდევ უფრო გააფართოებს და აამაღლებს 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий