გალერია

суббота, 5 марта 2016 г.

დღე-9

intel-სასწავლო კურსი დასასრულს მიუახლოვდა.დღეს მოვამზადეთ და წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები.ასევე ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების დროს, სწავლებისპროცესის შეფასების მიზნით.
intel-ის სასწავლო  პროექტი დამეხმარა მოვამზადო და წარვადგინო ჩემი ნაშრომი ეფექტურად, იყო უკუკავშირებიც ,მიუხედავად იმისა რომ არაერთი პროექტი გამიკეთებია(ისტორიასა და სამოქალაქო განათლების კლუბი-მეგზური)  ეს ტრერინგი ძალიან საინტერესო დროული და ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.გავეცანი ინტელის  პროექტებით სწავლების მოდულებს, რომელიც კარგი რესურსი იქნება მომავალში ჩემთვის.
ამ ტრერინგმა მომცა სტიმული , თავად ვთქვა  რომ პროფესიულად გავიზარდე.ტრენერი ს მუშაობა  რომელიც დეტალებში ხსნიდა  მასალას, მკაფიო წარმოდგენას გვიქმნიდა  პროექტის მნიშვნელობაზე.
მადლობა პროექტის ავტორებს.

пятница, 4 марта 2016 г.

დღე 8

32 საათია რაც  Intel-ის სასწავლო კურს გავდივართ.დღევანდელი დღეც საინტერესო და აქტიურ ფაზაში მდინარეობდა.მოცემულ მოდულში  განვიხილეთ როგორ შეგვექმნა სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა  და სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, ამავე მოდულის ფარგლებში შევქმენით ვებრესურსები, რომელიც ჩემთვის აქამდე უცნობი იყო.( ეს პროექტი მართლაც გზამკვლევი იქნება არამარტო მოსწავლისთვის არამედ ჩემთვისაც) ასევე დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების  მიერ პროექტზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.შევიმუშავეთ მოსწავლეზე ორიენტირებული  სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები. მოსწავლის მიერ კომპიუტერის გამოყენების მართვა.
ჩემთვის ნათელი გახდა თუ როგორ გამოვიყენო  უფრო ეფექტურად ისტ-ი, ასევე მცირე ხნით  მოვირგე  კვლავ ,,მოსწავლის" როლი  და შევქმენით პრეზენტაციები.
ვფიქრობ  Intel-ის პროექტი დამეხმარება მოსწავლეებში ავამაღლო სწავლის მოტივაცია., პროექტებით სწავლება მოსწავლეებს დაეხმარება პრობლემის იდეის ჩამოყალიბებაში და მის ეტაპობრივ განხორციელებაში, რაც შესძენს მათ  ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ყოველდღიურობასთან გამკლავებას..ვფიქრობ, რომ სწავლების სტრატეგიები მოსწავლეთა  თვალსაწიერს კიდევ  უფრო გააფართოებს და აამაღლებს  21-ე საუკუნის  სააზროვნო უნარებს.

воскресенье, 28 февраля 2016 г.


დღევანდელი დღე  დავიწყეთ შეფასების რუბრიკის განხილვით .  ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკის შექმნაზე და მის სრულყოფაზე. კოლეგებისგან,  მოვისმინეთ უკუკავშირი, რომელიც შემდგომ დამეხმარება პროექტის შეფასების რუბრიკის ახლებურად დახვეწასა და  გაანალიზებაში.მოვახდინეთ შექმნილი მოსწავლის შეფასების რუბრიკის ჩემს საქაღალდეში განთავსება.მაქვს რწმენა იმისა რომ ჩემი შრომა ნაყოფიერ შედ ეგს გამოიღებს.
ტრენერმა მოგვაწოდა ინფორმაცია თუ როგორ შევიტანო ცვლილებები ჩემს საქაღალდეში.
ასევე განვიხილეთ ბლუმი/ გარდნერის დავალებების ნიმუში მოსწავლეებისათვის, რომელიც შემდგომ დამეხმარება პროექტის სრულყოფილად დამუშავებაში.
განვიხილეთ ასევე საგანმანათლებლო ვიდეო-პორტალის მნიშვნელობის აუცილებლობაზე.განვიხილეთ პროექტის გეგმის დიფერენცირებული სწავლების მატრიცა . საჭირო ვიდეო რესურსების გადმოტვირთვა და ჩვენს  ბლოგზე განთავსება, რომელსაც შემდგომი  გაკვეთილისთვის განვიხილავთ.

суббота, 27 февраля 2016 г.

დღევანდელ ტრერინგ -კურსზე განვიხილეთ სლაიდ შოუს დავალება , რომელც გვქონდა მოცემული. თითოეული პუნქტი ეტაპობრივად განვიხილეთ , იყო მსმენელებისგან უკუკავშირი, რომელიც შემდგომი მუსაობისტვის გამომადგება.შევიტანე ცვლილებები.
ასევე განვიხილეთ შეფასების ფორმები და მეთოდები. ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განვიხილეთ სხვადასხვა სახის რუბრიკები და ჩექლისტები. მოგვეცა რეკომენდაციები და დავალებების შემდგომი მუსაობისთვის.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

Gmail-ის შესაძლებლობების გამოყენება ჩემთვის  აქამდე უცნობი იყო,ამ პროექტმა მომცა საშუალება  დავეუფლო და და სისტემატურად გამოვიყენო საჭირობისამებრ.
gogle-drive-ში შევქმენი ჯგუფი რითაც ვაწარმოე  ტექსტური შეტყობინების გაგზავნა -მიღება,ინფორმაციის გაზიარება. პრაქტიკული მაგალითების საშუალებით ვაწარმოე ინფორმაციის გაგზავნა ჯგუფთან, რითაც განვიმტკიცე ჩემი ცოდნა.გავაკეთე სლაიდ შოუს მომზადების გეგმის შაბლონი.

пятница, 19 февраля 2016 г.

ტრერინგ-კურსის მეოთხე დღე
თითოეული  ტრერინგ-კურსი წინა კურსთან  შედარებით  უფრო ეფექტურობას იძენს. ვისწავლე შეფასების მეთოდების განსაზღვრა, მოსწავლეთა  საჭიროებების შეფასების სტრატეგიები, პროგრესის მონიტორინგი-მოსწავლეთა შესაფასებლად. გაგების ხარისხი და უნარ-ჩვევების დემოსტრირება, დროში გაწერილი შეფასების  სხვადასხვა გეგმა,
 გავაკეთე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და სხვა საკითხები.დღე ააინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის. ჩავინიშნე საშინაო დავალება შემდეგი ტრერნგ- კურსისთვის.

воскресенье, 14 февраля 2016 г.

14.02.2016წ
 ტრერინგ-კურსის მესამე დღე
ეს დღე არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. პროექტით სწავლების დროს როგორ მივუსადაგო თემას სტანდარტი, მისი შესაბამისი  იდიკატორებით.გავერკვიეთ თუ როგორ გვემუშავა მოდულების მიხედვით  . შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების რუბრიკას, შევიტანეთ თემასთან მიმართენბაში ზოგადი კითხვები, თემატური კითხვები და შინაარსობრივიკითხვები,შაბლონებში ვიმუშავეთ და განვიხილეთ  თითოეული პუნქტი.